ნაციონალური მოძრაობის ორგანიზებით თბილისში, ზუგდიდში, ბათუმში, გორსა და თელავში აქციები გაიმართა.
"ნუ ძალადობ", "მწამებელი სისტემა", "არა მილიციას" - ამ ლოზუნგებით მოქალაქეები პოლიციელების მხრიდან ძალადობას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ ერთეული პოლიციელების დაკავება საერთო ფონს ვერ შეცვლის და საჭიროა სისტემური ცვლილებები.
აქციის ლოკაციებზე მობილიზებული არიან დიდი რაოდენობით საპოლიციო ძალები.
სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა ზუგდიდში, მოქალაქეებს ტროტუარზე წარწერის გაკეთება სურდათ, რისი უფლებაც პოლიციამ არ მისცა.
24 იანვარს მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ ურტყამს მეტროში არასრულწლოვან შშმ პირს ერთი პოლიციელი, მისი მეწყვილე კი ძალადობას უყურებს. ამ საქმეზე 25 იანვარს დილით სახელმწიფო ინსპექტორმა ორივე მათგანი დააკავა.
გარდა ამისა, გუშინ, სოციალური ქსელით პოლიციელის ფორმაში ჩაცმული კაცის მხრიდან ქალზე ძალადობის ვიდეო გავრცელდა.
ვიდეო დროას ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა, მარიამ სიჭინავამ გაავრცელა. დღეს ზუგდიდში, ჩხოუშიის სანაპიროზე მოხდა. პროკურატურის ინფორმაციით, პოლიციელი დაკავებულია.